Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 146 დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა. 1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მინისტრს წარუდგინოს განცხადება მისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის (გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე. 2. სამხედრო მოსამსახურემ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა წარადგინოს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ჩერდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ამ განცხადების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. |