Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ article 9 გარდამავალი დებულებანი. 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2014 წლის 15 მაისამდე უზრუნველყონ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შექმნის და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ერთობლივი ბრძანების გამოცემა და ამოქმედება. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს იმ ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტით გაცემის სავალდებულოობის განსაზღვრა, რომლის შემადგენელი ერთი ან ერთზე მეტი ნივთიერება განეკუთვნება ამ კანონის №2 დანართით განსაზღვრულ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასს, მაგრამ რომელიც იმავდროულად არ ექვემდებარება რეცეპტით გაცემას. 3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მოქმედებს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებების „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართში შეტანამდე. |