Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 76 დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა. 1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილება შეიტანოს. 2. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ: ა) საბაჟო ორგანომ დროებით შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა. 3. თუ დროებით შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს არ წარედგინა, მან ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს: ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე; ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. 4. დროებით შენახული საქონლის გადაადგილების, დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები, აგრეთვე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |