Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 108 1. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე უფლებამოსილია ამოიღოს ჩაძირული ქონება მისი ჩაძირვიდან 2 წლის ვადაში ან გამოითხოვოს ამოღებული ქონება მისი ჩაძირვიდან 2 წლის ვადაში. ამასთანავე, იგი ვალდებულია სააგენტოს ან სანავსადგურე ერთეულს აუნაზღაუროს აღნიშნული ქონების ზღვაში ჩაძირვით მიყენებული ზიანი და მისი ამოღების ხარჯები. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი ქონება სახელმწიფო საკუთრება ხდება. 3. თუ სანავსადგურე ერთეულმა ან სააგენტომ ამოღებული ქონების რეალიზაცია იმის გამო განახორციელა, რომ მისი შენახვა შესაძლებელი ან/და მიზანშეწონილი არ იყო, ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს უბრუნდება ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა, იმ ხარჯების გამოკლებით, რომლებიც სანავსადგურე ერთეულმა ან სააგენტომ გასწია, და იმ ზიანის თანხის გამოკლებით, რომელიც სანავსადგურე ერთეულს ან სააგენტოს მიადგა აღნიშნული ქონების ამოღების, შენახვისა და რეალიზაციის დროს. 4. ზღვაში ჩაძირულ ქონებაზე ან ამოღებულ ქონებაზე უარის თქმა ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოსთვის ან/და სანავსადგურე ერთეულისთვის გაწეული ხარჯებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებისგან. |