Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ article 34 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებებია: ა) ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით; |
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ article 34 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. . გ) წყლის ობიექტების დაცვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები; დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება; ე) დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ორგანიზება; ვ) ხმაურის, ვიბრაციის, არამაიონებელი გამოსხივების მონიტორინგის ორგანიზება; ზ) რადიაციული ფონის მონიტორინგის ორგანიზება; თ) მაიონებელი გამოსხივების გამომყენებელ ობიექტებში დოზიმეტრული მონიტორინგის უზრუნველყოფა; ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია; კ) სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ლ) სურსათის უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; მ) განსაკუთრებით საშიში ინფექციებით მკვდარი ცხოველისა და ფრინველის სამარხების მოწყობის ნორმების დადგენა და მათი აღრიცხვა; ნ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია; ო) პესტიციდების ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შენახვა-დასაწყობების პირობების სახელმწიფო ზედამხედველობა; პ) ცხოველთა ვაქცინაცია ეპიზოოტიის საფრთხის შემთხვევაში; |
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ article 34 ჟ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და სასმელი წყლის გარე, შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება; რ) სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების) სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას. |