Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 57 ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების ურთიერთოპერაბელურობა და მისი უზრუნველყოფა. 1. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ღია გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისის გამოყენება. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ შორის, აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებთან, მსურველი ავტორიზებული პირების შეუზღუდავი დაშვება. 2. ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ავტორიზებულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ურთიერთოპერაბელურობა და ღია გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისების შესაბამისობა დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან, ასევე უნდა მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია არჩეული გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისის მახასიათებლების შესახებ. 3. ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ავტორიზებულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებლებისათვის სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით ყველა იმ არსებითი მნიშვნელობის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც უზრუნველყოფს მსურველი ავტორიზებული პირების შეუზღუდავ დაშვებას მათ ტექნიკურ საშუალებებთან, ფუნქციონალურ რესურსებთან და საოპერაციო სიმძლავრეებთან. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 57 4. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების და ციფრული მაუწყებლობის სააბონენტო აღჭურვილობის მიმწოდებელმა ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების ურთიერთოპერაბელურობა, აგრეთვე არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით ყველა იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ტელემაუწყებლობის მომსახურების შეუფერხებლად და ხარისხიანად მიწოდებას. 5. ციფრული მაუწყებლობის სააბონენტო აღჭურვილობამ, რომელიც განკუთვნილია ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის სიგნალების მისაღებად, უნდა უზრუნველყოს: ა) ამ კანონით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად დადგენილი კოდირების ალგორითმით მიღებული კოდირებული სიგნალების გაშიფვრა; ბ) ციფრული ტელემაუწყებლობის გადაცემული სიგნალების გარკვევით და ხარისხიანად გამოსახვა სატელევიზიო ეკრანზე; გ) ციფრული ინტერაქტიული მაუწყებლობის მომსახურების სახეების ბოლო მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება; დ) ტექნიკური საშუალებებისა და მომსახურების სახეების ურთიერთოპერაბელურობა. |