Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 55 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა. 1. მხარჯავი დაწესებულებები და ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ-3.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებსა და ანგარიშგებებს, რომლებიც ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით და მხარჯავი დაწესებულებებიდან და სხვა შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში გადასცემს მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 2. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთანავე, მაგრამ საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა. |