FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  269

ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.
6. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №3/1/633,634 - ვებგვერდი, 22.04.2016წ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  269

გამამტყუნებელი განაჩენი.
1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ.
2. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს:
    ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;
    ბ) სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით;
    გ) სასჯელის დაუნიშნავად;
    დ) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნით ან მისი დანიშვნის გარეშე.
4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე და ზომა, აგრეთვე სასჯელის მოხდის ვადისა და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის ვადის დაწყება. პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.
5. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის:
    ა) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
    ბ) გასულია ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
    დ) პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი;
    ე) პირმა განახორციელა ქმედითი მონანიება;