FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  9

საჯარო მომსახურება.
1. საერთო ეკონომიკური ინტერესიდანგამომდინარე, მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის, აგრეთვე გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და კლიმატის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ენერგეტიკულ საწარმოს შესაძლოა დაეკისროს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება.
2. ენერგეტიკულ საწარმოს საჯარო მომსახურების ვალდებულებას აკისრებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, კომისიასთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ.
3. საჯარო მომსახურების ვალდებულება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც უნდა დაექვემდებაროს რეგულარულ გადახედვას მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  9

4. საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა, შესაძლოა დაეკისროს ნებისმიერ ენერგეტიკულ საწარმოს, თუ ეს აუცილებელია ამ კანონით დადგენილი მიზნების მისაღწევად. საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრება და შესრულება უნდა იყოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ადვილად გადამოწმებადი. იგი უნდა იყოს პროპორციული, არ უნდა ზღუდავდეს კონკურენციას ენერგეტიკულ ბაზრებზე იმაზე მეტად, ვიდრე აუცილებელია ამ საჯარო მომსახურების მიზნების მისაღწევად, და უნდა უზრუნველყოფდეს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების ენერგეტიკული საწარმოების თანაბარ წვდომას საქართველოში საბოლოო მომხმარებლებზე.
5. ენერგეტიკული საწარმოსთვის საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრებისას საქართველოს მთავრობა ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრავს ასეთი მომსახურების მიმღებ პირებს ან პირთა ჯგუფს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  9

6. საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულების მიზნით ენერგეტიკული საწარმოსთვის ფინანსური ან სხვა სახის კომპენსაციის ან ნებისმიერი ექსკლუზიური უფლების მინიჭება უნდა განხორციელდეს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით, ამასთანავე, სახელმწიფოს მიერ გაცემული ამგვარი სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მიღებული შემოსავლისა და გონივრული მოგების გათვალისწინებით. კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ტარიფი საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის.
7. ამ კანონის შესაბამისად საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით შეთავაზებული ყველა ზომა უნდა შეფასდეს ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში დასაბუთდეს კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
8. საჯარო მომსახურების განმახორციელებელმა ენერგეტიკულმა საწარმოებმა, სათანადო ენერგეტიკული საქმიანობისთვის ამ კანონით განსაზღვრულ სპეციფიკურ ფარგლებში და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა უზრუნველყონ:
    ა) მიწოდების უსაფრთხოება;
    ბ) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდება წინასწარ განსაზღვრული ან/და შეთანხმებული ხარისხით;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  9

გ) განსაზღვრულ შემთხვევებში, რეგულირებული პირობების შესაბამისად დადგენილი ტარიფების ან საფასურების გამოყენება;
    დ) გარემოს დაცვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება;
    ე) ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა;
    ვ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
9. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა ეცნობოს ყველა ისეთი ღონისძიებისთაობაზე, რომლის მიზანია ახალი საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრება ან არსებულის ცვლილება, მათ შორის, მომხმარებელთა დაცვასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, და წარედგინოს ეროვნულ და საერთაშორისო კონკურენციაზე მათი შესაძლო ზეგავლენის შეფასება. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ასევე უნდა ეცნობოს ასეთ ზომებსა და ღონისძიებებში შემდგომ განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებას უზრუნველყოფს სამინისტრო კომისიასთან თანამშრომლობით.
11. ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების დაკისრების პირობები და პროცედურები არ ვრცელდება ისეთ ენერგეტიკულ საქმიანობაზე, რომელიც ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ხორციელდება საჯარო მომსახურების სახით:
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  9

ა) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემა − გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ;
    ბ) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილება − გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ.