Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 17 კონცესიონერის შერჩევის წესი და შერჩევის პროცესის სახეები. 1. კონცესიონერის შერჩევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო შერჩევის პროცესის საფუძველზე, ამ მუხლისა და ამ კანონის მე-18−მე-20 მუხლების შესაბამისად. 2. კონცესიონერის შესარჩევად გამოცხადებული შერჩევის პროცესი შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. 3. საჯარო შერჩევის პროცესი ღიაა შერჩევის პროცესის მონაწილისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებს. 4. შერჩევის პროცესი საჯაროა, გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან დაკავშირებული შერჩევის პროცესისა, რომელიც დახურულია. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტთან დაკავშირებით ჩასატარებელი შერჩევის პროცესი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |