FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  34

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
1. საჯარო დაწესებულებებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან გამომდინარე, დაუშვებელია 2018–2020 საბიუჯეტო წლებში საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა 2018 წლის შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. 2019-2020 წლებში ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდი 2018 წელთან შედარებით შეიძლება გაიზარდოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცესში.
4. 2018 წლის განმავლობაში ამ კანონის №1 და №2 დანართების ცხრილების მიხედვით თანამდებობრივი სარგოების დადგენისას:
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  34

ა) დაუშვებელია დასაქმებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის ამ კანონის ამოქმედებამდე განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს შემცირება;
    ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უფრო დაბალი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრული კოეფიციენტი.
5. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2018 წლის 5 იანვრამდე:
    ა) მიიღოს დადგენილება „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის“ დამტკიცების შესახებ“;
    ბ) მიიღოს დადგენილება ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულებების თანამდებობების/პოზიციების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესის შესახებ.
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  34

6. 2018–2020 წლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების (გარდა ამ მუხლის 6-1 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შესაბამისი საშტატო ნუსხით და დადგინდეს არაუმეტეს ამ თანამდებობის პირებისათვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით. განსხვავებული წესით თანამდებობრივი სარგო შეიძლება დადგინდეს მხოლოდ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცესში.
61. 2018–2020 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო დგინდება არაუმეტეს 4.0 კოეფიციენტის ფარგლებში განსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, ხოლო მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო დგინდება არაუმეტეს 2.5 კოეფიციენტის ფარგლებში განსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამის საშტატო ნუსხაში.
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  34

7. 2018–2020 წლებში საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესა და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს მიეცემათ ამ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო, რომელთა ოდენობებს ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობების ფარგლებში განსაზღვრავს ზემდგომი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი/ორგანო.
8. მოხელეს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის შესაბამისად მინიჭებული ჰქონდა საჯარო მოხელის საკლასო ჩინი, მიუხედავად იმისა, იღებდა თუ არა იგი საკლასო ჩინის დანამატს, და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის საფუძველზე მიენიჭა პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი კლასი, მიეცემა საკლასო დანამატი ამ კანონის მე-10 მუხლის ცხრილის შესაბამისად.