FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

article  27

დ) ისეთი წინააღმდეგობების ხელოვნურად შექმნა, რომლებიც ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს, რითაც მოვაჭრე ცდილობს, ხელი შეუშალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებების განხორციელებას, მათ შორის, მომხმარებლის უფლებისა, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან აირჩიოს სხვა საქონელი ან მომსახურება ან მოვაჭრე;
    ე) უკანონო მოქმედების განხორციელების ნებისმიერი მუქარა.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

article  27

აგრესიული კომერციული საქმიანობა.
1. ნებისმიერ შემთხვევაში უსამართლოდ მიიჩნევა და აკრძალულია შემდეგი აგრესიული კომერციული საქმიანობა: # ა) შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელი ვერ შეძლებს სარეწის ტერიტორიის დატოვებას მანამ, სანამ ხელშეკრულებას არ დადებს;
    ბ) მომხმარებლის ნების საწინააღმდეგოდ მოვაჭრის მიერ მისი საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე უარის თქმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრის მომხმარებლის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნა აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად;
    გ) მომხმარებლისთვის სისტემატურად, ტელეფონით ან დისტანციური კომუნიკაციის სხვა საშუალებით არასასურველი შეთავაზებების გაკეთება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად;
    დ) რეკლამაში ბავშვისთვის პირდაპირ მოწოდება, შეიძინოს რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება ან დაარწმუნოს მშობლები ან სხვა სრულწლოვანი პირები, უყიდონ მას ეს საქონელი ან მომსახურება;
    ე) მომხმარებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რომ, თუ იგი არ შეიძენს საქონელს ან მომსახურებას, მოვაჭრის საქმიანობას ან სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება;
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

article  27

ვ) მცდარი შთაბეჭდილების შექმნა, რომ მომხმარებელმა მოიგო, მოიგებს ან გარკვეული მოქმედების შესრულების შედეგად მოიგებს პრიზს ან მიიღებს სხვა, მსგავს სარგებელს, მაშინ, როდესაც პრიზი ან სხვა, მსგავსი სარგებელი დაწესებული არ არის, ან ისეთი მოქმედების შესრულების მოთხოვნა, რომლის შედეგადაც მომხმარებელმა შესაძლოა მოიგოს ჯილდო ან მიიღოს სხვა, მსგავსი სარგებელი, თუმცა ამ მოქმედების შესრულება დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ ფულის გადახდასთან ან სხვა, დამატებითი ხარჯის გაწევასთან;
    ზ) მომხმარებლისგან, რომელსაც სურს, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, ისეთი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა, რომელიც მოთხოვნის უფლების არსებობის დასადგენად აუცილებელი არ არის, ან მომხმარებლის უფლების შეზღუდვის მიზნით მისი მიმოწერის რეაგირების გარეშე დატოვება;
    თ) მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ისეთი საქონლის ან მომსახურების მიწოდება, რომელიც მას არ შეუკვეთია, და ამისთვის საქონლის ან მომსახურების ფასის მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ გადახდის მოთხოვნა, ან მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მის მიერ შეკვეთილისგან განსხვავებული საქონლის ან მომსახურების მიწოდება ამ საქონლის ან მომსახურების მოვაჭრის ხარჯით, პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

article  27

2. აგრესიულია კომერციული საქმიანობა, თუ მისი შინაარსი, ყველა გარემოების გათვალისწინებით, შევიწროებით, იძულებით, მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენებით ან გავლენის ბოროტად გამოყენებით, მნიშვნელოვნად ხელყოფს ან შესაძლოა ხელყოს საშუალო მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის უფლება ან ცვლის ან/და შესაძლოა შეცვალოს მისი ქცევა საქონელთან ან მომსახურებასთან მიმართებით, რის შედეგადაც მომხმარებელმა დადო ან შესაძლოა დადოს გარიგება, რომელსაც არ დადებდა.
3. იმის დასადგენად, იყო თუ არა კომერციული საქმიანობის განხორციელებისას შევიწროება, იძულება, მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენება ან გავლენის ბოროტად გამოყენება, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:
    ა) დროის მონაკვეთი, ადგილი, არსი, ხასიათი და ინტენსივობა;
    ბ) მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება ან ამგვარი ქცევა;
    გ) მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად მოვაჭრის მიერ კონკრეტული უბედური შემთხვევის, სტიქიური უბედურების ან მსგავსი გარემოების ბოროტად გამოყენება, რაც მომხმარებელს ართმევს შესაძლებლობას, საღად განსაჯოს და მიიღოს გადაწყვეტილება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით;