Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თამასუქის შესახებ article 68 თამასუქის გაფორმება. 1. მარტივი თამასუქი შეიცავს: ა) სახელწოდებას "თამასუქი", რომელიც მოცემულია ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი; ბ) უპირობო ვალდებულებას მითითებული თანხის გადახდის შესახებ; გ) გადახდის ვადას; დ) გადახდის ადგილს; ე) იმ პირის დასახელებას, ვისი განკარგულებით უნდა მოხდეს გადახდა, ან ვისაც უნდა გადაეხადოს; ვ) თამასუქის შედგენის ადგილსა და თარიღს; ზ) თამასუქის გამცემის ხელმოწერას. 2. თუ თამასუქის მფლობელს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ხელი მოაწეროს მარტივ თამასუქს, მაშინ მისი თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამ შემთხვევაში თამასუქის დოკუმენტს უნდა ამოწმებდეს ნოტარიუსი, რომ ხელი მოწერილია თამასუქის მფლობელის თხოვნით. |