Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 81 საქართველოს საქონლის მიერ საბაჟო სტატუსის დაკარგვა. საქონელი კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს და იძენს უცხოური საქონლის სტატუსს, თუ: ა) ის გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან; ბ) ის ექცევა ტრანზიტის, საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში, თუ ეს დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით; გ) ის მოქცეულია საბაჟო პროცედურაში მიზნობრივი დანიშნულებით და შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს ან ნადგურდება ისე, რომ რჩება ნარჩენი; დ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია საქონლის გაშვების შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი; ე) ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება შეიტანება. |