Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 114 1. ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ არის წერილობითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ტვირთის გადამზიდავი ან გამფრახტველი ვალდებულებას იღებს გადაზიდოს ტვირთი და ჩააბაროს იგი მიმღებს, ხოლო გამგზავნი ან დამფრახტველი კისრულობს გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება (ფრახტი). 2. დამფრახტველად და გამფრახტველად მიიჩნევიან პირები, რომლებიც გემის დაფრახტვის შესახებ დებენ წერილობით ხელშეკრულებას (ჩარტერი). 3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოში მოქმედებს კონვენციები: „კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1924 წლის საერთაშორისო კონვენცია („ჰააგა-ვიზ ბის წესები“) და „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენცია („ჰამბურგის წესები“). |