Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ article 31 სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. 1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მონიტორინგის განხორციელება; გ) ამ კანონის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; დ) არაგადამდები დაავადებების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; ე) ბიოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა; ვ) ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრა; ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის განსაზღვრა; თ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცება; ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. 2. სამინისტრო განსაზღვრავს: ა) იმ გადამდები დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა მატარებლობაზე ეჭვის შემთხვევაში ეპიდჩვენების დროს ფიზიკური პირი ვალდებულია ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება; ბ) შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ნორმებს; გ) გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების პრევენციის, მართვისა და აღკვეთის ღონისძიებებსა და მეთოდებს. 3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: |
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ article 31 ა) ნორმატიული აქტით სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების წესების განსაზღვრა; ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დადგენა; გ) იმ ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დადგენა, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია საყოფაცხოვრებო, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის, სინთეზური ნედლეულისა და მასალების წარმოებაში; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით სპეციალიზებული (დიეტური, დიაბეტური, ფორტიფიცირებული) სურსათის, აგრეთვე ბავშვთა (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების უვნებლობის ნორმებისა და ეტიკეტირების წესების დადგენა; ე) განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებისა და ნორმების, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ვ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დადგენა; ზ) პროფესიულ დაავადებათა ნუსხის და ამ დაავადებათა პროფილაქტიკის წესების დადგენა. 4. სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ზედამხედველობასა და მონიტორინგს. 5. სამინისტრო ახორციელებს მონიტორინგს ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში. |