Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დიპლომატიური სამსახურის შესახებ article 61 დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები. 1. დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს/საერთაშორისო ორგანიზაციას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ბ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა და საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, იმიჯის პოპულარიზაცია; გ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ინტერესების დაცვა; დ) საქართველოს ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, კერძოდ, დახვედრისა და გაცილების ცერემონიების გამართვა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობისათვის ხელის შეწყობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები. 2. ოფიციალური შეხვედრებისას (ვიზიტებისას) დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესსა და ტიპობრივ დებულებას ამტკიცებს მინისტრი. |