Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ article 111 სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასურის დაწესება და მისი განაკვეთები. 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საფასური არის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. 2. სააგენტოს მიერ განხორციელებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის საფასური წესდება და მისი განაკვეთები განისაზღვრება ამ კანონით. 3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი იხდის ამ კანონით განსაზღვრულ საფასურს. 4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია მომსახურება გაწეულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილზე უფრო მოკლე ვადაში. 5. სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში დაინტერესებული პირი იხდის ასეთი მომსახურებისათვის განსაზღვრულ შესაბამის საფასურს. |