FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  64

ვ) ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცება;
    ზ) პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესების დამტკიცება.
4. სააგენტომ უზრუნველყოს:
    ა) 2025 წლის 1 სექტემბრამდე − მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის აღიარებისა და მათი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცება;
    ბ) 2026 წლის 1 მარტამდე: ბ.ა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცება; ბ.ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების, შესაბამისი გამოცდის ჩატარების, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცება; ბ.გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცება;
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  64

ბ.დ) სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე პირის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცება;
    გ) 2026 წლის 1 იანვრამდე − ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცება.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცება. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  64

გარდამავალი დებულებები.
1. მარეგულირებელი ორგანოს მიერ სარკინიგზო ტრანსპორტში სატარიფო უფლებამოსილების განხორციელებამდე სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“ დამოუკიდებლად აწესებს მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებსა და დამატებით საფასურებს.
2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
    ა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცება;
    ბ) სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცება;
    გ) მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცება.
3. სააგენტომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
    ა) უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების დამტკიცება;
    ბ) მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცება;
    გ) მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცება;
    დ) მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცება;
    ე) მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;