Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ article 3 ფონდის სახსრები და დაფინანსების წყარო. 1. ფონდი მოიზიდავს სახსრებს და განკარგავს მათ. 2. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები; ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თავადაა პასუხისმგებელი; გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი; დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები; ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი; ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები. 3. ფონდის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით და სახელმწიფო, როგორც ფონდის აქციონერი, პასუხს არ აგებს ფონდის ვალდებულებებისათვის. |