Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 29 1. საქართველოში ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგებს აფორმებს გამოცდის ჩამტარებელი პირი და 1 თვის ვადაში გადასცემს საქპატენტს. 2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში გამოცდის ჩამტარებელი პირი განმცხადებელთან ერთად ადგენს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, რომელსაც დასკვნასთან ერთად გადასცემს „საქპატენტს“. 3. გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემები განმცხადებლის კომერციული საიდუმლოებაა; „საქპატენტთან“ და განმცხადებელთან შეუთანხმებლად მათი სხვა პირისათვის გადაცემა ითვლება დარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |