Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 7 საბიუჯეტო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. 1. ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს მთავრობა; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო; გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო; დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტისათვის – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო; ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტისთვის − შესაბამისი სახელმწიფო საწარმო. 2. ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და დამტკიცებაზე და ბიუჯეტის კონტროლზე უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს პარლამენტი; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო; გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო; |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 7 დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტისათვის – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო. 3. სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებისთვის პასუხისმგებელია: ა) სახელმწიფოს ერთიანი, საქართველოს ნაერთი და ცენტრალური ბიუჯეტებისათვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი, ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური და ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო; გ) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტისთვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო. 4. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ყველა დონეზე საბიუჯეტო პროცესის ერთიანობისა და ამ კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს სათანადო სამართლებრივ აქტებს. 5. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ -2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული რეგულაციები, მათ შორის, შემდეგ ღონისძიებებთან დაკავშირებული დებულებები: ა) სესხის აღება და თავდებობა; |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 7 ბ) ბიუჯეტის, სახელფასო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და ბალანსის წარმოება. 6. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში, მათ შორის, შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით, შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ითვლება ამ წყაროდან მიღებულ სახსრებად ეკონომიკურ საქმიანობაში ან/და საოჯახო მეურნეობებში გადასვლამდე, განურჩევლად მათი საბოლოო განმკარგავი იურიდიული პირის სტატუსისა. 7. ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება აღირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა. 8. ავტონომიური რესპუბლიკების საფინანსო ორგანოები, მუნიციპალიტეტების საფინანსო ორგანოები და ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ-2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 7 ა) უფლებამოსილი არიან დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნან მიმდინარე ანგარიშები ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში. დაუშვებელია, ანგარიშის მფლობელმა მიმდინარე ანგარიშზე განახორციელოს სხვა ოპერაციები, გარდა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანისა, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებისა, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის გადატანისა და სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნებისა. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ-2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები აგრეთვე უფლებამოსილი არიან ამ ანგარიშებზე არსებული სახსრები გამოიყენონ საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველყოფის საგნად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის; |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 7 ბ) უფლებამოსილი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით გახსნან ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მათ განკარგულებაში დროებით არსებული სახსრების ან/და იმ სახსრების განთავსების მიზნით, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას და რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან სახელმწიფო ხაზინაში არსებულ შესაბამისი ანგარიშის მფლობელის ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს. ამ ანგარიშზე პროცენტების სახით დარიცხული თანხები ანგარიშის მფლობელს ეკუთვნის და დარიცხვისთანავე მიიმართება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის ანგარიშზე. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მესამე პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშებიდან ჩამოჭრილ თანხებს სახელმწიფო ხაზინა აღრიცხავს და ანგარიშგებაში ასახავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 7 10. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ-2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებზე შეიძლება გავრცელდეს ამ კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, თუ ეს გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან. 11. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ-2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ანგარიშები გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის იურიდიულ პირს. დაუშვებელია ამ იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მათ ანგარიშებზე არსებული სახსრების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი გადახდების შეზღუდვა. |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 7 12. საბიუჯეტო პროცესში გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის შესაბამისი მოდულები. |