FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  53

პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა.
1. პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა.
2. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან, აგრეთვე ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გამოწვევის შესახებ განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  53

3. ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. ასეთ შემთხვევაში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების დამტკიცება არ იწვევს აღნიშნული კვოტების დამტკიცებამდე პარლამენტის შესაბამის ორგანოში წარდგენილ იმ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას, რომლებსაც ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები უშუალოდ არ შეხებიათ.
4. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
5. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია თვითონ განსაზღვროს პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს სათანადო ორგანოს სხდომაზე წილისყრით წყვეტს სხდომის თავმჯდომარე.