FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  59

სახელმწიფოები, რომლებშიც შეიძლება უცხოელის გაძევება.
1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს:
    ა) მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება;
    ბ) იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში;
    გ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს რეადმისიის ან სხვა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება;
    დ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანხმობას აცხადებს მის მიღებაზე.
2. დაუშვებელია უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევება, რომელშიც:
    ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება;
    ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის;
    გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყანაში, სადაც მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის საფრთხე შეექმნება.