Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროკურატურის შესახებ article 39 გათავისუფლება რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირებისას. 1. რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და შესაძლოა შეეთავაზოს გადაყვანა პროკურატურის სისტემის სხვა სტრუქტურულ დანაყოფში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე. 2. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წერილობითი თანხმობით ირიცხება საკადრო რეზერვში. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკადრო რეზერვში მყოფ პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის განმავლობაში, თუ ამ ვადაში არ დაუკავებია პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა ამგვარ საქმიანობას. საკადრო რეზერვში მყოფი პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, მისივე წერილობითი თანხმობით, შეიძლება დაინიშნოს პროკურატურის სისტემაში. |
პროკურატურის შესახებ article 39 4. საკადრო რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, ჩარიცხული პირი ანაზღაურების გარეშე ირიცხება საკადრო რეზერვში მომდევნო 9 თვის განმავლობაში, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის ან საქმიანობის დაკავებამდე ან პირადი განცხადების საფუძველზე მის ამორიცხვამდე. |