Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ამნისტიის შესახებ article 14 2. ამნისტია, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, აგრეთვე მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული), მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული) და მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით, აღსრულდეს ამ ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულებიდან 2 კვირის ვადაში. თუ დაზარალებული სახელმწიფოა, მისი თანხმობა მოპოვებული უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თუ დაზარალებული ფიზიკური ან იურიდიული პირია − 6 თვის ვადაში. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამნისტია აღსრულდეს იმავე პუნქტით პროკურორისთვის მიმართვისთვის დადგენილი 1-თვიანი ვადის ამოწურვიდან 5 კვირის ვადაში. |
ამნისტიის შესახებ article 14 1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, გარდა ამნისტიისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, აგრეთვე მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული), მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული) და მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით, აგრეთვე ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ აღსასრულებელი ამნისტიისა, აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 5 კვირის ვადაში. |
ამნისტიის შესახებ article 14 3. ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შედეგად მისი შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში აღნიშნული პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ. |