Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 5 რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების პრინციპები. მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვის მიზნით, რადიაციული დაცვა და ბირთვული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) პასუხისმგებლობა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის − რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა უპირველესად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება; ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ეფექტიანი რეგულირება − ეფექტიანად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ამ კანონით გათვალისწინებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას უნდა არეგულირებდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული კანონმდებლობის დაცვით; გ) უსაფრთხოების ეფექტიანი მართვა და ხელმძღვანელობა − ამ კანონით გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობისთვის პასუხისმგებელი პირები ვალდებული არიან, შექმნან და შეინარჩუნონ დიფერენცირებულ მიდგომაზე დაფუძნებული მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელშიც ინტეგრირებულია ბირთვული უსაფრთხოების კულტურა; |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 5 დ) დასაბუთება − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ადამიანის ან/და მოსახლეობის მიერ მიღებული სარგებელი უნდა აღემატებოდეს საქმიანობის შედეგად მიყენებულ შესაძლო ზიანს. არსებული ან მოსახლეობის დასხივების სიტუაციაში, დასხივების ახალი გზების ან არსებულის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა დასაბუთდეს შემდეგი პრინციპით, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ზიანზე უფრო მეტი სარგებლის მომტანი, სოციალური, ეკონომიკური და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით; ე) ოპტიმიზაცია − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიაციული დაცვის ზომები, რათა მოსახლეობის დასხივებისადმი და პროფესიული დასხივებისადმი დაქვემდებარებული პირების ინდივიდუალური დოზების მასშტაბი, დასხივების ალბათობა და დასხივებული ადამიანების ოდენობა შენარჩუნდეს გონივრულობის ფარგლებში მიღწევად ყველაზე დაბალ დონეზე, არსებული ტექნიკური ცოდნისა და ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. სამედიცინო დასხივებისადმი დაქვემდებარებული პირის დაცვის ოპტიმიზაცია უნდა გავრცელდეს დასხივების ინდივიდუალურ დოზებსა და სამედიცინო დანიშნულებასთან შესაბამისობაზე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით; |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 5 ვ) დოზური ზღვრები − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის მიერ მიღებულმა დასხივების ჯამურმა დოზამ არ გადააჭარბოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, რათა არავინ აღმოჩნდეს მაიონებელ გამოსხივებასთან დაკავშირებული დაუშვებელი რისკის ქვეშ. დოზური ზღვრების პრინციპი არ ვრცელდება სამედიცინო დასხივებაზე; ზ) დღევანდელი და მომავალი თაობების რადიაციული რისკისგან დაცვა − რადიაციული რისკის კონტროლის მიმდინარე ღონისძიებების ადეკვატურობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მათი შესაძლო შედეგები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისა და გარემოს დაცვა ამგვარი რისკებისაგან აწმყოსა და მომავალში; თ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენცია − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და შედეგების მიტიგაციისათვის უნდა განხორციელდეს ყველა შესაძლო ღონისძიება; ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა და მასზე რეაგირება − მარეგულირებელი ორგანო, შესაბამისი ავტორიზებული პირები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო უფლებამოსილი უწყებები ვალდებული არიან, ჩამოაყალიბონ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების სისტემა; |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 5 კ) არსებული ან დაურეგულირებელი რადიაციული რისკის შესამცირებელი დაცვითი ღონისძიებების განხორციელება − არსებული ან დაურეგულირებელი რადიაციული რისკის შესამცირებელი დაცვითი ღონისძიებები უნდა იყოს დასაბუთებული და ოპტიმიზებული. |