Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 15 საინიციატივო შეთავაზება. 1. კერძო ინიციატორს უფლება აქვს, მოამზადოს და შესაბამის დარგობრივ სამინისტროს წარუდგინოს საინიციატივო შეთავაზება იმ სექტორში კონცესიის განხორციელების თაობაზე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 2. საინიციატივო შეთავაზება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 3. დარგობრივი სამინისტრო აფასებს საინიციატივო შეთავაზებას და მოწონების შემთხვევაში უზრუნველყოფს მისი ინიციირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. უფლებამოსილი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული და საინიციატივო შეთავაზების გზით იდენტიფიცირებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხილვისა და მოწონების პროცედურა იდენტურია. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები შეიძლება განახორციელოს კერძო ინიციატორმა. 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კერძო პარტნიორის შერჩევა ხორციელდება ამ კანონის IV თავის შესაბამისად ან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 15 5. პირდაპირი მოლაპარაკების გზით კერძო პარტნიორის შერჩევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში. 6. თუ ამ კანონის IV თავით გათვალისწინებული პროცედურების შედეგად შეირჩა შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც არ არის კერძო ინიციატორი ან მასთან დაკავშირებული პირი (აფილირებული პირი), გამარჯვებული მონაწილე კერძო ინიციატორს აუნაზღაურებს გონივრულ, დასაბუთებულ და სათანადოდ დოკუმენტირებულ პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც კერძო ინიციატორმა გასწია საინიციატივო შეთავაზების მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებით და რომელთა ოდენობა საჯარო გახდა შერჩევის პროცესის ეტაპზე. ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობას. |