Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 8 ანგარიშვალდებული პირის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა. 1. ანგარიშვალდებულმა პირმა, თავისი საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით, უნდა დანერგოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის ეფექტიანი სისტემა. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სათანადო პერიოდულობით შეაფასოს და აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ხოლო სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციის) შემთხვევაში − აგრეთვე ჯგუფის დონეზე არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები კლიენტისა და ბენეფიციარი მესაკუთრის, მათი საქმიანობის არსისა და ადგილსამყოფელი იურისდიქციის, პროდუქტის, მომსახურების ან მისი მიწოდების საშუალების, გარიგებისა და სხვა რისკფაქტორის საფუძველზე. 3. ახალი ტექნოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების ან მისი მიწოდების საშუალების დანერგვამდე ან ბიზნესპრაქტიკაში სხვა არსებითი ცვლილების განხორციელებამდე ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეაფასოს ასეთ ცვლილებასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 8 4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაფასოს კლიენტთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები და განსაზღვროს კლიენტის რისკის დონე ერთჯერადი გარიგების დადებამდე და საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, აგრეთვე სათანადო პერიოდულობით − საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას და კლიენტთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების ცვლილებისას. 5. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები ამ მუხლის შესაბამისად გამოვლენილი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვისა და შემცირების მიზნით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული რისკების შეფასებისას და მათი მართვის ღონისძიებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე სამსახურისა და საზედამხედველო ორგანოს მითითებები და რეკომენდაციები. ანგარიშვალდებულმა პირმა რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის შედეგები უნდა ასახოს რისკების შეფასებისა და მართვის სისტემაში. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 8 7. ანგარიშვალდებულმა პირმა საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას უნდა დაუსაბუთოს, რომ ამ მუხლის შესაბამისად რისკები სათანადოდ შეაფასა და მათი მართვის მიზნით ეფექტიანი ღონისძიებები განახორციელა. |