FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ინოვაციების შესახებ

article  6

ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა.
1. ინოვაციური საქმიანობის ხელშესაწყობად სახელმწიფო ორგანო ან სხვა პირი ქმნის შემდეგ ინფრასტრუქტურას:
    ა) სამეცნიერო/ტექნოლოგიურ პარკს;
    ბ) ბიზნესინკუბატორს;
    გ) ბიზნესამაჩქარებელს;
    დ) ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრს;
    ე) სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას (FabLab) და ინოვაციების ლაბორატორიას (ILab);
    ვ) ინოვაციების ცენტრს;
    ზ) სხვა ინფრასტრუქტურას.
2. მუნიციპალიტეტი ინოვაციური განვითარების მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ინოვაციების შესახებ

article  6

ინოვაციების რეესტრი.
1. ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას ამ კანონის 15 -6 მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მოპოვების მომენტიდან ექვემდებარება:
    ა) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი;
    ბ) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი;
    გ) კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი.
2. ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას მიმართვის შემთხვევაში ექვემდებარება:
    ა) საინვესტიციო ფონდი;
    ბ) ანგელოზ ინვესტორთა ქსელი;
    გ) აქსელერატორი.
3. დაინტერესებული სუბიექტის ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში ინოვაციების რეესტრში მის რეგისტრაციას ახორციელებს, აგრეთვე ინოვაციების რეესტრს აწარმოებს სააგენტო.
4. ინოვაციების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ მონაცემები საჯაროა და  ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. ამ მუხლით განსაზღვრული სუბიექტის ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესი და ამ რეესტრის წარმოების ინსტრუქცია მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტით – ბრძანებით.