Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 19 ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი. 1. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ. 2. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენას კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 3. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ყოველი წლის 1 მარტამდე, გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ინფორმაციაზე დასკვნას, არაუგვიანეს 30 ივნისისა, უგზავნის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 5. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 19 ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს; გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის: გ.ა) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტებს; გ.ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს; გ.გ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ; დ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით; ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 19 6. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, არაუგვიანეს 25 ივლისისა, იწონებს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა). 7. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტები ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტს, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. |