Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 12 შრომის ანაზღაურება. 1. საარჩევნო პერიოდში, უსკოს წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე უსკოს აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა. 2. ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე უსკოს მიერ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრსა და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან ენიშნებათ შრომის ანაზღაურება. 3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება უსკოს მიერ დადგენილი ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების/ხელმძღვანელი პირებისათვის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების/ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირებისათვის გასცეს შრომის ანაზღაურება, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 12 5. გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს/ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების/ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელ პირებს ერთჯერადად ეძლევათ შრომის ანაზღაურება, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან. 6. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა/ხელმძღვანელ პირთა, უსკოს აპარატის თანამშრომელთა, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა/ხელმძღვანელ პირთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს უსკო კანონმდებლობის შესაბამისად. 6-1. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროექტების განმახორციელებელი პირების შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს უსკო კანონმდებლობის შესაბამისად. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 12 8. საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებული უსკოს აპარატის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ანაზღაურება, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრთა ანაზღაურება არ ექვემდებარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანების გადახდას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.08.2016წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 ივლისის კანონი №39-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025წ. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 12 7. ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება არ შეიძლება გახდეს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემის შეფერხების საფუძველი, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური შეღავათის გავრცელების შეფერხების საფუძველი, მისთვის აღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის, სახელმწიფო გასაცემლის ან/და სოციალური შეღავათის შემცირების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი ან/და მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება არ ჩაითვლება იმ შემოსავალში, რომელმაც შესაძლებელია მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე ზემოხსენებული სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე. |