FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ტურიზმის შესახებ

article  49

პასუხისმგებლობა ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის.
1. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილი თანამშრომელი ან იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება.
11. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა შეიძლება შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენის შემდეგ შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით იბეჭდება და სამართალდამრღვევს გადაეცემა.
12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე:
    ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ამ ოქმის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს ოქმში, რის შემდეგაც ოქმის ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა;
ტურიზმის შესახებ

article  49

ბ) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ამ ქვითრის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ქვითრის ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში, რის შემდეგაც ქვითრის ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა.
13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმასა და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, აგრეთვე მათი შედგენის, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის, ალპური გამყოლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს:
    ა) შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიკატი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
    ბ) პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
21. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ტურიზმის შესახებ

article  49

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას  1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.
4. საქმიანობის განხორციელება სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის მიერ, რომლებსაც თან არ აქვთ საიდენტიფიკაციო მოწმობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით.
5. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით ან/და პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას  1 600 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით.
7. ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოფის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
8. ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
9. ტურიზმის სფეროში კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
ტურიზმის შესახებ

article  49

10. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
11. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
12. ამ მუხლის მე-2−მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმები გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
13. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
14. პირისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირი უფლებამოსილია დაჯარიმებული პირის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუზიაროს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.