Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 14 ოპერატიული მუშაკის განთავსება. 1. აუცილებლობის შემთხვევაში და მიღებული მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით შეუძლია ნება დართოს საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურას, რომ მან განათავსოს თავისი ოპერატიული მუშაკი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით შეუძლია აგრეთვე თავად განათავსოს თავისი ოპერატიული მუშაკი საზღვარგარეთის ქვეყნის ტერიტორიაზე. 2. ოპერატიული მუშაკის განთავსების პირობები, ხარჯები, ოპერატიული მუშაკის უფლებები და მოვალეობები, მისი სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან/და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ოპერატიული მუშაკის განთავსებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმებით, საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების დაცვით. |
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 14 3. საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიული მუშაკის განთავსების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი თანხმობით. 4. საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიული მუშაკი უნდა განთავსდეს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით. 5. საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიულ მუშაკს არ შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს. მან უნდა დაიცვას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 6. საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიულ მუშაკს შეუძლია გაეცნოს საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, თუ მას აქვს საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება და ამ ინფორმაციის გაცნობა ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად სჭირდება. |
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 14 7. საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ოპერატიული მუშაკის საქმიანობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ ამას დასაბუთებულად მოითხოვს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო. |