Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 148 დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება. 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება იწყება მისი გაცნობიდან. 2. რიგგარეშე განწესში დანიშვნა აღსრულდება ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში. 3. სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით წოდებრივი სარგოდან დაქვითვის ერთდროულად დაკისრების ან წოდებრივი სარგოდან დაქვითვის მოქმედების პერიოდში ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ხელახლა დაკისრების შემთხვევაში დგინდება წოდებრივი სარგოდან დასაქვითი თანხის ჯამური ოდენობა. წოდებრივი სარგოდან ყოველთვიურად დასაქვითი თანხა შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. საწინააღმდეგო შემთხვევაში ეს თანხა მომდევნო თვეზე/თვეებზე გადანაწილდება. |