FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  20

სააღსრულებო ფურცელი.
1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-8 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების, აღსრულების შესახებ ბრძანებისა და თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.
2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.
3. სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
4. აღსრულების შეწყვეტა სააღსრულებო ფურცლის გარეშე შესაძლებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.