Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ article 4 პროექტში ფონდის მონაწილეობის ფორმა. 1. პროექტის განხორციელებისას ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დგინდება ფონდის ვალდებულება თავისი წილის 100 პროცენტის გასხვისების ვადებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ. 2. წილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონითა და ფონდის წესდებით დადგენილი წესით. 3. პროექტში ფონდის მონაწილეობისთვის საჭიროა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება, თუ ფონდის წესდებით ან/და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ნაწილში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. პროექტი ფინანსდება კერძო სექტორის თანადაფინანსებით, მათ შორის, კაპიტალშენატანებით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად. კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. პროექტი არ შეიძლება დაფინანსდეს თანადაფინანსების გარეშე. |