Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 10 აბილიტაცია და რეაბილიტაცია. 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ისეთი სერვისებისა და პროგრამების შექმნასა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, მათი ფიზიკური, სენსორული, მენტალური და პროფესიული შესაძლებლობების გამოყენებასა და გაძლიერებას ასაკის, სქესის, შესაძლებლობათა შეზღუდვის ხარისხისა და სახეობის გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო სერვისებისა და პროგრამების განვითარებას ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურებების სფეროებში იმგვარად, რომ აღნიშნული სერვისები და პროგრამები: ა) მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე განხორციელდეს და ინდივიდის საჭიროებების შეფასებას ეფუძნებოდეს; ბ) უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობასა და ინტეგრირებას. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურებებში დასაქმებული სპეციალისტებისა და პერსონალის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას. |