Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 7 1. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები − 6, 4,5 და 3, რომლებზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. 2. ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის შესაბამის შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ორმაგი ოდენობით. 3. ნარგავების უნებართვო განადგურებად ითვლება მათი განზრახ განადგურება ან ისეთი დაზიანება, რომელიც იწვევს ნარგავების ხმობას. 4. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეების ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც აქვეითებს მათ დეკორატიულ ღირსებას და იწვევს ხე-მცენარეების შემდგომი ზრდის შეჩერებას, ზიანის ოდენობა შეესაბამება აღდგენითი ღირებულების თანხის 50%-ს. 5. საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში ხე-მცენარეების (გარდა ხილ-კენკროვანი სახეობებისა) უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის მესამე კატეგორიისათვის დაწესებულ შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ოდენობით. |