FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  8

ენერგეტიკული საქმიანობა.
1. ამ კანონის მიზნებისთვის ენერგეტიკულ საქმიანობად ითვლება:
    ა) ელექტროენერგეტიკული საქმიანობა: ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება; ა.ბ) ელექტროენერგიის გადაცემა; ა.გ) ელექტროენერგიის განაწილება; ა.დ) ელექტროენერგიის მიწოდება; ა.ე) ელექტროენერგიით ვაჭრობა; ა.ვ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირება; ა.ზ) ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირება; ა.თ) ელექტროენერგიის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერირება;
    ბ) ბუნებრივი გაზის საქმიანობა: ბ.ა) ბუნებრივი გაზის წარმოება; ბ.ბ) ბუნებრივი გაზის გადაცემა; ბ.გ) ბუნებრივი გაზის განაწილება; ბ.დ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება; ბ.ე) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება; ბ.ვ) ბუნებრივი გაზის მიწოდება; ბ.ზ)ბუნებრივი გაზით ვაჭრობა; ბ.თ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება; ბ.ი) ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირება; ბ.კ) ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერირება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  8

2. ელექტროენერგიის წარმოება გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელის გამოყენების გარეშე სრული რაოდენობის პირადი მოხმარების მიზნით არ რეგულირდება ამ კანონით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მწარმოებელი აპირებს ჭარბი ელექტროენერგიის სხვა ელექტროენერგეტიკული საწარმოსთვის ან მომხმარებლისთვის მიყიდვას.