FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  98

პირდაპირი ხაზები. მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქსელის მოწყობილობებით სარგებლობა.
1. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის აშენება დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:
    ა) თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი აპირებენ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ვერ შეძლეს ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვება;
    ბ) თუ ბუნებრივი გაზის საწარმო და მომხმარებელი აპირებენ ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ვერ შეძლეს ბუნებრივი გაზის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვება.
2. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მშენებლობისა და ოპერირებისათვის საჭიროა კომისიის წინასწარი თანხმობა. კომისია განსაზღვრავს ავტორიზაციის მინიჭების ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ენერგეტიკული საწარმოები უფლებამოსილი არიან პირდაპირი ხაზები გამოიყენონ საკუთარი საქმიანობის ადგილისთვის, შვილობილი კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მისაწოდებლად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  98

4. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მეშვეობით მიწოდების შესაძლებლობა გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ამ კანონის შესაბამისად ყიდვა-გაყიდვაზე ორმხრივი ხელშეკრულების ან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზრების მეშვეობით.
5. კომისია უფლებამოსილია პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაცია მიანიჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ენერგეტიკულ საწარმოს, თუ არსებობს გადამცემ ან გამანაწილებელ სისტემაზე დაშვებაზე უარი, ამ კანონის 58-ე, 66-ე ან 79-ე მუხლის შესაბამისად.
6. კომისია უფლებამოსილია უარი თქვას პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაციის მინიჭებაზე, თუ ასეთი ავტორიზაცია ხელს შეუშლის საჯარო მომსახურების ვალდებულების განხორციელებას, მათ შორის, საბოლოო მომხმარებლის დაცვას.
7. გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრე, რომელიც არ არის სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ვალდებულია ითმინოს მისი მოწყობილობით სარგებლობა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მიზნით. აღნიშნული მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  98

8. თუ გონივრულობის ფარგლებში მიღებული ზომების მეშვეობით შეუძლებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად საჭირო ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრის იდენტიფიცირება, ასეთი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.