Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ article 2 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთებით და გაბარიტებით. 2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია: ა) მიწის ვაკისი, სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი; ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში; დ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ; ე) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი. 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება: ა) რაიონების ადმინისტრაციული ცენტრების ამავე რაიონების დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზები; ბ) დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები; გ) რაიონების დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები; დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კურორტების დასვენებისა და ტურიზმის ადგილების, სპორტული კომპლექსების, ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტების რაიონების, ადმინისტრაციულ ცენრებთან (რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობენ აღნიშნული ობიექტები) დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე უახლოეს რკინიგზის სადგურებთან, საზღვაო ნავსადგურებთან მისასვლელები საერთაშორისო შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიდან. 4. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ ადგილობრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა. 5. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 3 წელიწადში ერთხელ. |