FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  5

1. საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, აგრეთვე სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად მიიჩნევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება და მათი ბილეთების გავრცელება.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  5

21. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა. ასევე აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარიაში პრიზებად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია წამახალისებელი გათამაშების ჩატარების უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურს მიანიჭოს. ამ შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს და საპრიზო ფონდს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ის მომსახურებები, რომელთა პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ფორმით გაწევაც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  5

5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის აკრძალულია ამ კანონით გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.