FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სამრეწველო ემისიების შესახებ

article  18

საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს უფროსი იღებს, თუ:
    ა) საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას;
    ბ) სკოპინგის ანგარიშით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის ან/და შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა;
    გ) შეთავაზებული ტექნიკა/ტექნოლოგია არ არის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა და საქმიანობის განმახორციელებელმა არ წარმოადგინა ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევის დასაბუთება, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად.