Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 7 სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე. 1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „ FAO“ -ს საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით. 3. მაკონტროლებელ ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების მიზნით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმონ, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, მიწის ნაკვეთები, სასაწყობო, სარეალიზაციო, აგრეთვე სამრეწველო შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებანი. 4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში, მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მაკონტროლებელ ორგანოებს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. |
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ article 7 6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია განახორციელოს „პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსის“ მოთხოვნების შესრულების დაცვის კონტროლი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს FAO-ს. 7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, მარკირების, შენახვის, გამოყენების, წარმოების (დაფასოების), ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. |