Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 3 საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო. 1. საქართველოში საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – უფლებამოსილი ორგანო), რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლობის თაობაზე საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის მიღებას, თხოვნის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, საჭიროების შემთხვევაში, თხოვნათა შესრულებისთვის საქართველოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციას. 2. საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის ფუნქციის შესრულებისას უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია: ა) მიიღოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა თანამშრომლობის თაობაზე; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის დასაშვებობის შესახებ, შეიმუშაოს თანამშრომლობის პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობის გასაჩივრების თაობაზე; გ) მიიღოს გადაწყვეტილება თანამშრომლობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე, ამასთან, განსაზღვროს რომელი სახელმწიფო ორგანოა უშუალოდ უფლებამოსილი თხოვნის შესრულებისთვის; დ) უზრუნველყოს საერთაშორისო სასამართლოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება თხოვნის შესრულების შედეგების თაობაზე; |
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 3 ე) გამართოს თათბირი საერთაშორისო სასამართლოსთან თხოვნაში დასმული საკითხის თაობაზე სტატუტით განსაზღვრულ შემთხვევებში; ვ) საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ზომები სახაზინო წესით დამცველის დანიშვნის ან/და სხვაგვარი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) მიიღოს გადაწყვეტილება პირის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ; თ) გადასცეს შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თაობაზე სტატუტის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ი) მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოს თხოვნაზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის საქართველოში აღსრულების მიზნით, მსჯავრდებულის მიღებისა და საერთაშორისო სასამართლოს მიერ დანიშნული ფულადი სახდელის ან/და სხვა ხარჯების ანაზღაურების აღსრულების თაობაზე; კ) განსაზღვროს თხოვნის შესრულების ფორმა და მის შესასრულებლად აუცილებელი პირობები თხოვნაში მითითებული გადაუდებელი ღონისძიებების შესრულების უზრუნველსაყოფად; |
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 3 ლ) გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები და ინფორმაცია საქართველოს სახელით, თუ აღნიშნული შესაძლებელს ხდის, რომ საერთაშორისო სასამართლომ დაიწყოს სისხლის-სამართლებრივი დევნა; მ) მოითხოვოს საერთაშორისო სასამართლოსაგან საერთაშორისო სასამართლო თხოვნის შესრულებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება სტატუტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ნ) განახორციელოს სტატუტითა და ამ კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. |