Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 18 საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების შემოსვლის წესი. 1. უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემის შემოსვლა საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, რის აღსაკვეთადაც საქართველო მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრულ ზომებს. 2. უცხო სახელმწიფოს არასამხედრო და სამხედრო გემები საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შეიძლება შემოვიდნენ, თუ პორტები ღიაა ასეთი გემების შემოსვლისათვის. ღია პორტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სანაოსნო საშუალებათა შემოსვლის, ყოფნის, სატვირთო და სამგზავრო ოპერაციების ჩატარების, ნაპირთან კავშირის, ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე ჩამოსვლის და სხვა წესები დგინდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. |
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 18 3. უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს პორტებსა და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წინაშე შემოსვლამდე არა უგვიანეს 14 დღისა. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, ბორტზე მყოფ მგზავრთა სია და სხვა მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო თავის გადაწყვეტილებას აცნობებს გემის მფლობელს (მის წარმომადგენელს) შემოსვლამდე არა უგვიანეს 7 დღისა. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ სამაშველო ან ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებს. 4. უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის ვადაში. |
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 18 41. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (შემდგომ − ნატო) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად გემის მფლობელი ქვეყანა გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ სახელმწიფოს თანხმობის ან უარის შესახებ ეცნობება გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 14 დღისა. |