Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ article 9 სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საქმიანობის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. 1. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები და საწარმოები თავიანთ საქმიანობაში დამოუკიდებელი და თავისუფალი არიან. დაუშვებელია მათ საქმიანობაში ადმინისტრაციული ჩარევა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებმა და საწარმოებმა კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მონაწილეობა მიიღონ სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კავშირების დაფუძნებასა და საქმიანობაში. 3. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების შემოსავლები იქმნება ეკონომიკური და სხვა საქმიანობით, ფასიანი ქაღალდების გაყიდვით და სხვა შემოსავლებით. 4. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების ვალდებულებები ბიუჯეტის წინაშე და შესაძლო შეღავათები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. 5. სამომხმარებლო კოოპერაციის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში. 6. სავალდებულო გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილ მოგებას სამომხმარებლო კოოპერატივში ანაწილებს მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრება, ხოლო სამომხმარებლო კოოპერატივთა კავშირში– წარმომადგენელთა (საბჭოს) კრება. |
სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ article 9 7. სამომხმარებლო კოოპერატივები და მათი კავშირები დამოუკიდებლად ან ხელშეკრულების საფუძველზე აწესებენ თავისუფალ ფასებს საწარმოო–ტექნიკური დანიშნულების პროდუქციაზე, ნედლეულზე, სახალხო მოხმარების საქონელზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, მათ მიერ გამოშვებულ და შესყიდულ საქონელზე, გაწეულ მომსახურებაზე. აღნიშნული არ ვრცელდება იმ პროდუქციაზე, საქონელსა და მომსახურებაზე, რომელთა ფასებსა და ტარიფებს არეგულირებს სახელმწიფო. 8. შრომითი ურთიერთობები სამომხმარებლო კოოპერატივებსა და მათ კავშირებში რეგულირდება შრომის კანონმდებლობით, კოოპერატივებისა და კავშირების წესდებებით. 9. სამომხმარებლო კოოპერატივები და მათი კავშირები თავიანთი ამოცანების განსახორციელებლად დამოუკიდებლად ქირაობენ მუშაკებს და განსაზღვრავენ შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას კანონმდებლობის შესაბამისად. 10. სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი სახელმწიფო საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამზადებს საჭირო კადრებს. 11. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციის არჩევით ორგანოებში მომსახურე პირებს დისციპლინურ სასჯელს, თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით, ადებს ის ორგანო, რომელმაც იგი აირჩია, და ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი, რომლის წევრიცაა აღნიშნული ორგანიზაცია, კანონმდებლობის შესაბამისად. |