FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  313

1. კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:
    ა) იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის 31-1 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
    ბ) იგი შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ;
    გ) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
    დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა ამ კანონის 21-1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
    ე) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
    ვ) არასაპატიო მიზეზით დარღვეულია მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
    ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
2. თუ მოსარჩელე/წარდგინების ავტორი ითხოვს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას, რომელთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ხოლო ნაწილი ხელისუფლების სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ამ კანონით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებს.