Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 21 სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები. 2. სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე. 3. სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება; ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ეს წესი არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას. 31. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უნდა აღინიშნოს: |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 21 ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი; ბ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი; გ) ვალდებულების შესრულების დრო; დ) აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა; ე) სანოტარო მოქმედებათა რეესტრში სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციის ნომერი. 32. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უნდა აღინიშნოს: ა) სესხის გაცემის საფუძველი (განკარგულების მიმღები და მიღების თარიღი); ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თარიღი; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი, აღსრულების წესისა და საშუალების მითითებით. 3-14 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, უნდა აღინიშნოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის: ა) მარკა; ბ) მოდელი; გ) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი); დ) საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN); ე) ფერი; |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 21 ვ) გამოშვების წელი. 4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, გარდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა, სამედიაციო მორიგებისა და საერთაშორისო სამედიაციო მორიგებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს მისი გამცემი სასამართლოს მიერ. 5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში გამოსცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 6.(ამოღებულია - 05.03.2014, №2049). |